ყველა სპორტული სიახლე

მეკარემ კარგი თამაშისთვის ჯილდოდ ერთწლიანი უფასო პიცის ვაუჩერი მიიღო

ინგლისის FA თასის მესამე წრეში "ლესტერი" სტუმრად ინგლისის ლიგა ერთის გუნდს, "ფლიტვუდს" დაუპირისპირდა.

2016 წლის პრელიერლიგის გამარჯვებულმა თასზე პირველი შეხვედრა ინგლისის მესამე დივიზიონის გუნდთან 0:0 ითამაშა. 

"ლესტერი" აქტიურად უტევდა, თუმცა "ფლიტვუდის" მეკარის, კრის ნილის კარის აღება მაინც ვერ შეძლეს. "მელიებთან" მშრალად შენახული კარისთვის კი ნილს გუნდის სპონსორისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. 32 წლის გოლკიპერს "პაპა ჯონის პიცასგან" მთელი წლის განმავლობაში უფასო პიცა გადაეცემა.

ცნობისთვის, განმეორებითი შეხვედრა "ლესტერსა" და "ფლიტვუდს" შორის 16 იანვარს გაიმართება.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ