
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეშია
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის პირველ გრანდ სლემს ძირითადი ბადიდან დაიწყებს.
ავსტრალიის ღია პირველობის კენჭისყრა 11 იანვარს თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება, სადაც ქართველი ჩოგბურთელის მომავალი მეტოქის ვინაობაც გაირკვევა.
ამჟმად ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 59-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო შედეგი კი 51-ე ადგილია, რომელიც გასულ წელს, თებერვალში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. ფედერერმა ფინალურ შეხვედრაში ესპანელ რაფა ნადლს ხუთ სეტში 6:4; 3:6; 6:1; 3:6; 6:3 სძლია.