ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას საშინაო მარცხი კლიპერსთან

ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართა.

ქართველი ცენტრის გუნდი ლიდერების, სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის გარეშე შინ ანგარიშით 106:125 დამარცხდა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და თხუთმეტი წუთი ითამაშა. პარკეტზე გატარებულ დროში კი ქართველმა კალათურთელმა 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კლიპერსის კალათბურთელი, ლოუ უილიამსი გახდა, რომელმაც 50 ქულას მოუყარა თავი. გოლდენ სტეიტელთაგან კი საუკეთესო კევინ დუნრატია, რომლის ანგარიშზეც 40 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასია.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი 12 იანვარს ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთი, კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ