ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 15 იანვრიდან წლის პირველ გრანდ სლემში, ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაერთვება.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 27 წლის ავსტრიელი ჩოგბურთელი ჟერალდ მელზერი იქნება. მელზერი ამჟმად მსოფლიო რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 61-ეა. ATP-ის რეიტინგში ჟერალდ მელზერის საუკეთესო შედეგი 68-ე პოზიციაა, რომელიც მან 2016 წლის 21 ნოემბერს დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველი და ავსტრიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. 

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ