ყველა სპორტული სიახლე

ხინჩგაშვილი და პეტრიაშვილი - ინდოეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეგიონერები

9 იანვარს ნიუ-დელიში სტარტი აიღო ინდოეთის რიგით მესამე პროფესიონალთა საკლუბო ლიგამ, სადაც 2 ქართველი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წელს "არიანა ჰამერსის" რიგებში იჭიდავებს, შეგახსენებთ რომ ხინჩეგაშვილი შარშანდელი პრო-ლიგის გამარჯვებული "პანჯაბ როიალსის" შემადგენლობაში გახდა. "პანჯაბში" კი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 57 კგ კატეგორიაში იჭიდავებს თუმცა ინდოეთის ლიგაში დაშვება +3 კგ იქნება, ხინჩეგაშვილის თანაგუნდელები მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ხეთიკ ცაბოლოვი და ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ელენ მარულისი იქნებიან.
 
ლეგიონერთა შორის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მონაწილეები სწორედ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ. მათში აუქციონზე კლუბებმა 78 000 დოლარი გადაიხადეს. ჩვენებურებს მხოლოდ ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი სუშილ კუმარი (74) უსწრებს, ვინც "დელი სულთანსმა" 86 000 დოლარად შეიძინა.

ლეგიონერთა შორის გამოვარჩევთ რუსების ოლიმპიურ ჩემპიონ სოსლან რამონოვს (მუმბა მაჰარატი), ილიას ბეკბულატოვს (პანჯაბ როიალსი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს (დელი სულტანსი), უზებეკ მსოფლიოს პრიზიორს ბეკზოდ აბდურახმანოვს, სომხეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს 2-გზის პრიზიორ ლევან ბერიანიძეს და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი კეტოევს რომლებიც  "ვერ მარატასში" იჭიდავებენ.

ჩემპიონობისათვის ერთმანეთს 6 კლუბი შეეჯიბრება, წინასწარ ეტაპზე გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს შემდეგ კი საუკეთესო 4 გუნდი გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში და ფინალში. ერთი სამატჩო დაპირისპირება 11 შეხვედრისგან შედგება - 5 შეხვედრა თავისუფალ ჭიდაობაში, 4 ქალთა ჭიდაობაში და 2 ბერძნულ-რომაულში გაიმართება. პრო-ლიგა 26 იანვარს ფინალური შეხვედრით დასრულდება.

ინდოეთის პრო-ლიგამ (Pro Wrestling League) თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით, ორანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიქციეს რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანის და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.

wrestling.ge

ჭიდაობა / ძიუდო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ