ყველა სპორტული სიახლე

დიდი 10 | ‘არმია’ სეზონის ბოლომდე ითამაშებს

რაგბის კავშირში ზემოთნახსენები უწყებების ხელმძღვანელები კლუბის წარმომადგენლებსა და მორაგბეებს შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა.

თავდაცვის სამინისტრო რაგბის კლუბი ‘არმიას’ ლიკვიდაციის იურიდიულ მხარეს მაისის ბოლომდე გადადებს, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მომავალი 4 თვისთვის კლუბის დაფინანსებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. გარდა ამისა, რაგბის კავშირი კლუბისათვის სპონსორის მოძიებასაც ეცდება.

გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე): „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ნათელი მოგვეფინა რაგბის კლუბ ‘არმიასთან’ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებისთვის და გვეპოვა გამოსავალი. ერთობლივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლუბი სეზონის ბოლომდე იარსებებს, ოღონდ ის არ დაფინანსდება თავდაცვის სამინისტროსგან“. 

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ ვაფასებთ მორაგბეების წარმატებებს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში რაგბის განვითარება. სამწუხარო იყო ის, რაც ‘არმიასთან’ დაკავშირებით ხდებოდა და ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაისის ბოლომდე არ მოხდება კლუბის ლიკვიდაცია. იმისათვის, რომ გუნდმა განაგრძოს ჩემპიონატში მონაწილეობა და ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მოიძიებს დამატებით თანხებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სარაგბო კლუბები დავკარგოთ“.

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტრო არ მოახდენს კლუბის ლიკვიდაციას, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჩვენთან ერთად, უახლოეს დღეებში მოიძიებს გუნდისათვის საჭირო დაფინანსებას. პარალელურად, რაგბის კავშირი ‘არმიას’ სპონსორის მოძებნაში დაეხმარება“.

rugby.ge

რაგბი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ