ყველა სპორტული სიახლე

არველაძე: "ვაისმა შექმნა გუნდი, რომელმაც ფეხბურთის თამაში იცის"

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, აზერბაიჯანულ azerisport.com-თან საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების მოახლოებულ მატჩის თაობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდების ამხანაგური შეხვედრა 2 თებერვალს, თურქეთში შედგება.

"ჩვენ ყოველთვის საფეხბურთო ქვეყანა ვიყავით და ასე იქნება მომავალშიც, თუმცა უკეთსი პერიოდიც გვქონია. აზერბაიჯანი კი საფეხბურთო ქვეყანად არ ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. აზერბაიჯანში ბევრი ფული იხარჯება, რასაც შედეგი მოაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის.

აზერბაიჯანის ნაკრები თავისი მოთამაშეებითა და მწვრთნელით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი ნაკრები ისეთი ძლიერი არაღაა, როგორც ეს 10-15 წლის წინ იყო, თუმცა უკანასკნელ საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა, როგორიც ჩვენ მოგვწონს. მოახლოებული მატჩი ოფიციალური რომ ყოფილიყო, საქართველოს ნაკრების ნამდვილ თამაშს ვიხილავდით, ახლა კი, სავარაუდოდ, მხოლოდ საქართველოში მოასპარეზე ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას სანაკრებო შეკრებაში" - განაცხადა არველაძემ და საკუთარი პოზიცია ერთა ლიგის შესახებაც დააფიქსირა.

"ახალი ფორმატი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კარგი შანსია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნაკრებში ვლადიმირ ვაისი დატოვა. მან კარგი გუნდი შექმნა, რომელმაც ფეხბურთის თამაში იცის. სამწუხაროდ, ძველებურად ვარსკლავური შემადგენლობა აღარ გვყავს, მაგრამ თუ ახალ ფორმატსაც ვერ გამოვიყენებთ და ფინალურ ეტაპზე ვერ გავალთ, ძალიან ცუდი იქნება", - აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ