ყველა სპორტული სიახლე

გამოცდილების მომტანი მატჩი

მილტონ ჰეიგის გუნდი  მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დამარცხდა. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის გამარჯვება ქართველებთან დაპირისპირებაში მოსალოდნელი იყო, ამიტომაც ბორჯღალოსნებისთვის მთავარი მნიშვნელობა თამაშის განვითარების პროცესს ენიჭებოდა, კერძოდ კი რამდენად დიდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ ახალ ზელანდიელებს.

თამაშის საწყის წუთებში ნათლად გამოჩნდა ქართველების კარგი ფსიქოლოგიური მომზადება.პირველ წუთზე ნაჰოლომ ლელო დადო,  კარტერიმ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამ მომენტში რთულია წონასწორობის აღდგენა, როცა შენს წინაშე მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია და მასთან თამაშის გამოცდილებაც კი არ გაქვს, თუმცა ორ წუთიან მონაკვეთში წიკლაურმა ლელო დადო, მარალუღაძემ გარდასახვა შეასრულა და სტადიონზე შეკრებილი საქართველოს ქომაგი გაახარა.

მე-7 წუთზე სავეამ ქართველებს მეორე ლელო დაუდო, შემდეგ კი მალაღურაძემ კვლავ გამოიჩინა თავი, ამჯერად  ჯარიმა  შეასრულა ზუსტად. მას შემდეგ ანგარიში მხოლოდ ახალ ზელანდიელთა სასარგებლოდ იზრდებოდა, თუმცა მათ შეტევებს დიდი წინააღმდეგობებიც ხვდებოდა, ალბათ ამიტომაც მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, მატჩის სამ საუკეთესო მორაგბეს შორის კი მისი თანაგუნდელები ლაშა ლომიძე და შალვა მამუკაშვილი მოხვდნენ.

ახალ ზელანდიელთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევნი არიან ნაჰოლო, სავეა და კარტერი. სავეას ანგარიშზე 3 ლელოა, თითო-თითო ლელო ნაჰოლომ, კოულსმა და ფეტიკოამ შეასრულეს, კარტერმა კი 4 გარდასახვა ზუსტად გამოიყენა.

თამაში განვითარების ყველაზე კარგი საშუალებაა. ვერანაირი ვარჯიში და შეკრება ვერ გადაწონის მის მნიშვნელობას, ამიტომაც დღევანდელმა მატჩმა ჰეიგის გუნდის წინსვლაში გარკვეული როლი უნდა შეასრულოს, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ნაკლოვანებების, ხარვეზების დანახვა ძლიერ გუნდებთან თამაშითაა შესაძლებელი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს ნამიბიასთან გამართავს. შვიდი ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა მოიპოვებენ თუ არა ქართველები შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას. შეგახსენებთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი შესარჩევი ციკლის გარეშე ითამაშებს შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

 ახალი ზელანდია - საქართველო  43:10  (22:10)

კარდიფი, „მილენიუმი“

ახალი ზელანდია: კარტერი, კოულსი, კროკეტი, ფუმუინა, კაინო, მაკქოუ (კაპიტანი), ნაჰოლო, რიდი, რეტალიკი, სავეა, ა. სმიტი, ბ. სმიტი, კ. სმიტი, ვიტელოკი, უილიამსი

სათადარიგოები: კანე, ფეკიტოა, ფრანკსი, კერ-ბარლოუ, მილამუ, პერეირა, ვიტო, ვუდკოკი

ლელო: ნაჰოლო (1),  სავეა (7), სავეა (16), კოულსი (21), რიდი (51), სავეა (73), ფეტიკოა (76)

გარდასახვა: კარტერი (2), კარტერი (54), კარტერი (74), კარტერი (77)

მთავარი მწვრთნელი: სტივ ჰანსენი

საქართველო: აფციაური, ასეიშვილი, ბეგაძე, ჩილაჩავა, ჩხაიძე, დათუნაშვილი, გიორგაძე (კაპიტანი), კაჭარავა, ლომიძე, მალაღურაძე, მამუკაშვილი, მჭედლიძე, სუთიაშვილი, თოდუა, წიკლაური

სათადარიგოები: მურაზ გიორგაძე, კოლელიშვილი, ლობჟანიძე, მაისურაძე, მიქაუტაძე, ნარიაშვილი, ფეიქრიშვილი, შარიქაძე

ლელო: წიკლაური (4),

გარდასახვა: მალაღურაძე (5),

ჯარიმა: მალაღურაძე (11)

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

1. ახალი ზელანდია 3 3 0 0 127:40 14
2. ტონგა 2 1 0 1 45:38 6
3. არგენტინა 2 1 0 1 70:35 5
4. საქართველო 3 1 0 2 36:107 4
5. ნამიბია 2 0 0 2 35:93 0
 

 

ფეხბურთი, რაგბი, ინტერვიუ, ევროტურნირები, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ