ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მეორე გამარჯვება ავსტრალიის ღია პირველობაზე (ვიდეო)

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. 

პრესტიჟული ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელ რუბენ ბებელმანსს სამ სეტში, 7:5, 6:1, 6:3 სძლია. მატჩი 1 საათი და 41 წუთი გაგრძელდა. 

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი 1/16-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 23 წლის ბრიტანელი, კაილ ედმუნდი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 49-ე პოზიციაზეა. 

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ