ყველა სპორტული სიახლე

მოხალისეთა საერთაშორისო დღე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დრბაზში შეიკრიბა 600-მდე მოხალისე და 50-მდე წარმატებული ჭაბუკი სპორტსმენი. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

„ეს დღესასწაული აერთიანებს ყველაზე აქტიურ და წარმატებულ ახალგაზრდებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან თავის ქვეყანას. ჩვენს სინამდვილეში, ამის ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია წლეულს, ზაფხულში თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი კონტინენტის 50 ქვეყნის საუკეთესო ჭაბუკი სპორტსმენების მონაწილეობით. უპირველესად სწორედ თქვენმა თავდადებამ, პატრიოტულმა სულისკვეთებამ განაპირობა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმის დიდი წარმატება.

ჩვენ, ყველამ ერთად, ძალიან სერიოზული გამოცდა ჩავაბარეთ, ღირსეულად გავართვით თავი მეტად რთულ ამოცანას და ამას ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, გამოცდილი ექსპერტების თუ რიგითი ადამიანების შეფასებები.

ამშეფასებებშიხაზგასმულია, რომ ფესტივალისერთ-ერთძლიერრგოლსწარმოადგენდამოხალისეთაგუნდი _ საქართველოსთვისჯერკიდევუცხო და ახალიინსტიტუტი.

საქართველოსეროვნულიოლიმპიურიკომიტეტისსახელითმადლობასგიხდითფესტივალისორგანიზებაშიშეტანილიუდიდესიწვლილისთვის"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მომავალშიც შეუწყობს ხელს მოხალისეთა ინსტიტუტის განვითარებასა და გაძლიერებას, მოხალისეების ჩართვას ადგილობრივ და საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებებში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, რომელმაც „ჯინო ფერედაისში" გადაინაცვლა, ბატონმალერი ხაბელოვმა გასართობ შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ