ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა მსოფლიოს ლიგის გათამაშება თებერვალში განახლდება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის პირველი წრის გათამაშება სამი მარცხით დაასრულა. დასკვნით ტურში იოვან პოპოვიჩის გუნდი თბილისში რუმინეთთან 11:13 დამარცხდა. მსოფლიოს ლიგის მეორე წრე თებერვალში განახლდება - საქართველოს ნაკრები 16 თებერვალს უნგრეთს უმასპინძლებს.

გათამაშებაში ევროპიდან მხოლოდ 12 გუნდი მონაწილეობს. გუნდები სამ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს ნაკრები, რომელიც A ჯგუფშია სამი მარცხის შემდეგ ბოლო ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიიოს ლიგის გათამაშებას ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნაკრებებზეც, რადგან მსოფლიო ლიგის მონაწილე თორმეტივე ევროპული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ევროპირველობას 10-23 იანვარს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობა: საბერძნეთი 3 3 0 0 47:21 9 უნგრეთი 3 2 0 1 41:30 6 რუმინეთი 3 1 0 2 24:44 3 საქართველო 3 0 0 3 31:48 0

მე-4 ტური. 16 თებერვალი. საქართველო-უნგრეთი, რუმინეთი-საბერძნეთი

მე-5 ტური. 26 აპრილი. საქართველო-საბერძნეთი, რუმინეთი-უნგრეთი

მე-6 ტური.10 მაისი. რუმინეთი-საქართველო, უნგრეთი-საბერძნეთი

კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ