
ბასილაშვილის დასანანი მარცხი ავსტრალიის ღია პირველობაზე
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრლიის ღია პირველობას მესამე ტურიდან გამოეთიშა.
ბასილაშვილი მესამე წრეში ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში, ხუთ სეტში ანგარიშით 6:7(0:7); 6:3; 6:4; 0:6; 5:7 დამარცხდა.
წლის პირველ გრან სლემზე ქართველმ ჩოგბურთელმა ორ მეტოქეს სძლია და სარეიტინგო 80 ქულა გამოიმუშავა. სავარადუდოდ ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში ექვსი პოზიციით დაწინაურდება და 55-ე ადგილს დაიკავებს.