ყველა სპორტული სიახლე

პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე 18 იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

77 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ლონდონში, ფეხბურთის წერალთა ასოციაციის საზეიმო ვახშამზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოთ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის განმარტებით, პელეს რიგი ტესტები ჩაუტარდა, საიდანაც გაირვა, რომ ფეხბურთელის შეუძლოთ გახდომის მიზეი გადატვირთვაა.

FWA: "პელე ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება".

შეგახსენებთ, რომ პელეს გასულ წელს პროსტატისა და თირკმლის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ბრაზილიელი ლეგენდა საავადმყოფოების ხშირი სტუმარი გახლდათ.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ