
ქართველმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს (ვიდეო)
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
17-19 იანვარს შეჯიბრი მამაკაცებს შორის გაიამრთა, სადაც მონაწილეობა ორმა ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა და დებიუტანტმა ირაკლი მაისურაძემ მიიღეს.
ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა, მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატი 210.47 ქულით მეთორმეტე ადგილზე დაასრულა. ირაკლი მაისურაძემ კი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს შორის პირველად ასპარეზობდა, 191.22 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზე გავიდა.
2018 წლის ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე კი რუსი სპორტსმენები დმიტრი ალიევი და მიხაილ კოლიადა გავიდნენ.