ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის დაინტერესების შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს 22 იანვარს მიაწვდის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდი ავრცელებს.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შვეიცარიიდან იუწყება, კვირიკაშვილო ბახს იმ პოტენციალს გააცნობს, რომელიც საქართველოს სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით აქვს. დღესვე პრემიერმინისტრი ლოზანაში ოლიმპიურ მუზეუმს დაათვალიერებს.

ცნობისთვის, 2022 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი უმასპინძლებს. საქართველო კი 2026 ან 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის გამოთქვამს სურვილს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველებს რეგისტრაცია 2018 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.

სხვადასხვა, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ