ყველა სპორტული სიახლე

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეოგამეორებას გამოიყენებენ

ფიფას კომერციული დირექტორის, ფილიპ ლი ფლოკის თქმით, 2018 წლის რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეოგამეორებას გამოიყენებენ.

ფილიპ ლე ფლოკი: "გადაწყვეტილია, რომ ვიდეოგამეორებას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ფეხბურთში. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს შედეგის სამართლიანობას. ამ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ისინი თანამშრომლობით ძალიან დაინტერესებულნი არიან".

ცნობისთვის, საბოლოო გადაწყვეტილებას VAR ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ 2018 წლის 2 მარტს, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ