ყველა სპორტული სიახლე

პეტრიაშვილი ინდოეთის პრო-ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია (ვიდეო)

22 იანვარს, ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის "პანჯაპ როიალსმა" შეჯიბრების წრიული ეტაპის ბოლო შეხვედრაში "მუმბაი მაჰარატი" 5-2 დაამარცხა, რითაც ხუთიდან ოთხი მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

პეტრიაშვილმა კი ინდოელი მალიკ სატენდერი 7-0 დაამარცხა და მეხუთე გამარჯვება მიითვალა.

ტურნირის წრიული ეტაპის ბოლო შეხვედრა კი დღეს 23 იანვარს ლადო ხინჩეგაშვილის „ჰარიანა ჰამერსისა“ და „დანგალის“ შეხვედრით დასრულდება, ორივე გუნდს ნახევარფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

ნახევარფინალშია კიდევ ერთი ქართველის, სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძის გუნდი „ვეერ მარათასიც“. პლეიოფის საგზური მეხუთე ტურში "დელი სულთანსთან“ გამარჯვები 5-2 მოიპოვეს. თავისი შეხვედრა კი ბერიანიძემ ინდოელ ჰიტენდერთან 8-0 გამარჯვებით დაასრულა.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ