ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიური ჩემპიონის მორიგი გამარჯვება ინდოეთის ლიგაში

23 იანვარს, დასრულდა ინდოეთის პრო-ლიგის წრიული ეტაპის შეხვედრები, გამოვლინდნენ ნახევარფინალური წყვილები.

ლადო ხინჩეგაშვილის "არიანა ჰამერსმა" 4-3 დაამარცხა გათამაშების ლიდერი "დანგალი", ხინჩეგაშვილმა კი პირად შეხვედრაში ნითინ რათხის ძლევით 6-2 აქტივში ერთი გამარჯვება მიითვალა.

ჯგუფურ ეტაპზე ერთბაშად სამმა გუნდმა დააგროვა 8 ქულა, გენო პეტრიაშვილის "პანჯაპი" პირველ ადგილზე, ხინჩეგაშვილის "არიანა" მეორეზე, "დანგალი" მესამეზე და ლევან ბერიანიძის "ვეერ მარატასი" 4 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

24 იანვარს ხინჩეგაშვილის "არიანა ჰამერსი" "დანგალს დაეჭიდება.

25 იანვარს კი გენო პეტრიაშვილის "პანჯაპ როიალსი" ლევან ბერიანიძის "ვეერ მარატას" შეხვდება.

ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ