ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს მეტოქეები უეფას ერთა ლიგაზე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის 2018/19 წლის სეზონის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად ოთხი A, B, C და D ჯგუფის გუნდები ქვეჯგუფეად გადანაწილდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფის პირველ კალათში იმყოფებოდა და მისი მეტოქეები ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან.

A ლიგა

A1 ჯგუფი გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია

A2 ჯგუფი ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

A3 ჯგუფი პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

D4 ჯგუფი ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

B ლიგა

B1 ჯგუფი სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხითი

B2 ჯგუფი რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

B3 ჯგუფი ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

B4 ჯგუფი უელსი, ირლანდია, დანია

C ლიგა

C1 ჯგუფი შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი

C2 ჯგუფი უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი

C3 ჯგუფი სლოვაკეთი, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი

C4 ჯგუფი რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა

D ლიგა

D1 ჯგუფი საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა

D2 ჯგუფი ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო

D3 ჯგუფი აზერბაიჯანი, ფარერის კუნძულები, მალტა, კოსოვო

D4 ჯგუფი მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დაწყებამდე უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ ერთა ლიგის თასი წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და ოთხი ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ გუნდები ასევე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებენ.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ