ყველა სპორტული სიახლე

თბილისში ნოდარ ახალკაცის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ქუჩა გახსნა.

ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს.

Image may contain: 5 people, people smiling, tree, beard and outdoor

„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ქუჩაზე მოხდა ბატონი ნოდარის, ამ ლეგენდარული ადამიანის ქუჩის სახელდება. მოგეხსენებათ, წელს მისი 80 წლის იუბილეა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ბატონი ნოდარის ხსოვნასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. ქუჩის გახსნას ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

tbsakrebulo.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

 

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ