ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძემ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა (ვიდეო)

დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგი" ამხანაგურ შეხვედრაში ნორვეგიულ "ვალერენგას" დაუპირისპირდა.

ქართველი ფეხბურთელების გუნდმა მატჩი მინიმალური სხვაობით 1:2 წააგო. სხირტლაძემ კი 30-ე წუთზე "ვალერენგას" კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და "სილკებორგი" დააწინაურა.

შეგახსენებთ, რომ დანიის სუპერლიგა თებერვალში განახლდება, ქართველი ფეხბურთელების "სილკებორგი" კი მეორე წრეს 10 თებერვალს, "ააბ-ის" წინააღმდეგ დაიწყებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ