ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ინდოეთში (ვიდეო)

26 იანვარს, დელიში დასრულდა ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის “Pro Wrestling League”-ის მესამე სეზონი, რომლის გამარჯვებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის "პანჯაპ როიალსი" გახდა, ფინალში პანჯაპელელბმა ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩგაშვილის "არიანა ჰამერსი" 6-3 დაამარცხეს. 

პირად შეხვედრებში სამივე ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, პრო-ლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში 16-0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლიდ შვიდიდან შვიდი გამარჯვები დააგვირგვინა.

ზურაბ იაკობიშვილმა რომელიც "პანჯაპელებმა" მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში რუსების დაღესტნელი ფალავანის ილაის ბეკბულატოვის ნაცვლად დაიმატეს 4-0 მოუგო ინდოელ კარან მორს.

ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნავეერ კუმარს 4-0 მოუგო და ჩემპიონატი წაუგებლად ექვსიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, შეგახსნებთ რომ შარშან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პრო-ლიგის გამარჯვებული სწორედ "პანჯაპის შემადგენლობაში გახდა.

ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებამ სტარტი 9 იანვარს აიღო და 26-ში დასრულდა

ლეგიონერებს შორის  ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეებათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ქართველს ფალავნებს ამ გამარჯვებას და ტიტულოვანი სპორტსმენის მორიგ წარმატებებს ელის.

 geowrestling.ge

ფეხბურთი, სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ