ყველა სპორტული სიახლე

შერმადინის “უნიკახამ” ბურგოსში იმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-18 ტურში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “უნიკახამ”. მალაგელები სტუმრად ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს, “სან პაბლო ბურგოსს” შეხვდნენ, რომელსაც 85:78 მოუგეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 15:04 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ჯეიმს ოგასტინი იყო, რომელმაც 14 ქულას 9 მოხსნა წაამატა. 14-14 ქულა ჩააგდეს ესპანელმა დანი დიეზმა და სერბმა ნემანია ნედოვიჩმაც, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

“უნიკახამ” 11 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, შინ, “მურსიასთან” ჩაატარებს. მე-18 ტურის მატჩს 28 იანვარს ჩაატარებს თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელიც “მოვისტარ ესტუდიანტესს” ესტუმრება. 

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ