ყველა სპორტული სიახლე

კაშიას "ვიტესმა" სტუმრად მოიგო

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-20 ტურში გურამ კაშიას "ვიტესმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა. 

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ერთ-ერთ კონკურენტს, "ზვოლეს" ესტუმრა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია. 

სტუმართა ქართველი კაპიტანი ტრადიციულდ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 77 წუთი გაატარა. 

31 ქულით მე-6 საფეხურზე მყოფი "ვიტესი" მომდევნო ტურში "გრონინგენს" უმასპინძლებს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ