ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულიას მორიგი გამარჯვება ბოსტონთან

დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერმა, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” აღმოსავლეთის მოწინავე “ბოსტონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 109:105 გაიმარჯვა.

შეხვედრის მსველობისას სტეფ კარიმ და მისმა მეტოქე კაირი ირვინგმა “რბოლა” მოაწყვეს – ისინი ტყორცნებში გაეჯიბრნენ. საბოლოოდ სტეფმა 8 სამქულიანი (13-დან) და 49 ქულა ჩააგდო, ხოლო ირვინგმა 37 ქულას მოუყარა თავი (6-დან 5 სამიანი).

ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც უკეთ ისროდა, ის გაიმარჯვებდა. სტეფმა ბოლო 1:42 წუთში 13 ქულა მიითვალა… სხვათა შორის, ეს კარის ზედიზედ მეხუთე მატჩია, რომელშიც 5 და მეტ სამქულიანს აგდებს.

ზაზა ფაჩულია, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 15 წუთი გაატარა, 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 2 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტი 20 ქულამდე ავიდა.

“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 31 იანვარს “იუტასთან” გამართავს, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იგორ კოკოშკოვია.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ