ყველა სპორტული სიახლე

მარტვილში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია, თბილისის „დინამო“-ს პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ. მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა რეგიონში ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სამეგრელოში ფეხბურთის განვითარებას ემსახურება. აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგად შეიქმნა. მხოლოდ 2018 წელს მარტვილის საფეხბურთო აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს. გახსნის საზეიმო ღონისძიების პარალელურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის საწვრთნელი პროცესი დინამოს პროგრამით ჩატარდება და ამასთან, დინამო თბილისი მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთელები სრულიად უფასოდ მოემზადებიან. ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB). საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალზე ლევან კობიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მარტვილის სკოლის ხელმძღვანელებს, აკადემიის მშენებლობაში ჩართულ ადამიანებს, ინვესტორს - თბილისის დინამოს და წარმატებები უსურვა. გახსნის ცერემონიას დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ