ყველა სპორტული სიახლე

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი

კალათბურთში ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი მათ მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, 1-დან 4 თებერვლამდე გაიმართება.

მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში წლეულს 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 7 სუპერლიგის, ხოლო ერთი „ა“ ლიგის წარმომადგენელია. ესენი არიან: ქუთაისი, რუსთავი, კაკტუსი, ოლიმპი, მგზავრები, მარნეული, სოხუმი (სუპერლიგა) და წყალტუბო („ა“ ლიგა).

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გუნდები მეოთხედფინალში სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ:

ქუთაისი – წყალტუბო
ოლიმპი – მგზავრები
რუსთავი – სოხუმი
კაკტუსი – მარნეული

მეოთხედფინალური მატჩები 1 თებერვალს, ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ნახევარფინალის საგზურებს მოიპოვებენ და ერთმანეთს 2 თებერვალს დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს, 16:00 საათზე შედგება.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წლეულს იგი მეცამეტედ ჩატარდება. 

gbf.ge


კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ