ყველა სპორტული სიახლე

"დინამო თბილისმა" პოლონური კლუბი დაამარცხა (ვიდეო)

თურქულ სიდეში შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

თბილისური კლუბი პოლონური ექსტრაკლასას სანდეციას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ტაიმები გუნდებმა გარდამავალი უპირატესობით წარმართეს. სპარინგის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით ჩატარდა და თბილისელებმა ორი გოლის გატანაც მოახერხეს. ანგარიში შეხვედრის მე- 20 წუთზე ლაშა თოთაძემ საფირმო საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი 42- ე წუთზე გიორგი კუციას ზუსტი გადაცემის შემდეგ აკაკი შულაიამ გაიტანა. ერთი მომენტი შეხვედრის დებიუტში პოლონელებსაც ჰქონდათ, თუმცა ოთო გოშაძემ განმუხტა სიტუაცია. შულაიას კი გატანილ გოლამდე შეექმნა კარგი სიტუაცია, თავითაც ითამაშა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.

მეორე ტაიმი კახი კაჭარავამ ცვლილებებით განაახლა, მან მოედნიდან გოშაძისა და 25- ე წუთზე ივანისენიას ნაცვლად შესული ნინუას გარდა ყველა გაიყვანა. სათამაშო უპირატესობა სანდეციას ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ და 51- ე წუთზე ბარტოშმა ერთი გოლი გაქვითა, მანამდე კი ბაქარ ქარდავას ძლიერად დარტყმულია აღსანიშნავი, რომელიც სულ მცირედით აცდა პოლონელთა კარს. ამის შემდეგ კი თამაში ძირთადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა. სანდეციას ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, გოშაძეს კი ვეღარ აჯობეს. ორ შემთხვევაში ლაშა ქოჩლაძე და ბაქარ ქარდავაც ამწვავებდნენ თამაშს, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 2:1 იმარჯვა.

დღევანდელი მატჩი მცირე ტრავმის გამო დემეტრე ბულისკერიამ და ბუდუ ზივზივაძემ გამოტოვეს. მომდევნო სპარინგი 2 თებერვალსაა დაგეგმილი და მეტოქეობას ვორსკლა პოლტავა გაგვიწევს.

დინამო 2:1 სანდეცია

გოლი: 1:0 თოთაძე 20’  2:0 შულაია 42’  2:1 ბარტოში 51’

დინამო: გოშაძე, ხარშილაძე, კობოური, თოთაძე, რუხაია, ივანისენია (ნინუა 25), კუცია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ერგემლიძე, ივანიშვილი

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბიტაშვილი, ბ. ხარშილაძე, გადრანი, მარიანოვიჩი, ქარდავა, დარცმელია, ქოჩლაძე, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია

სანდეცია: გლივა, ბარტოში, შუფრინი, ბუკო, მრაცი, გრიჩი, გალეცკი, დანეკი, ცეტნარსკი, ბრჟისკი, კოლევი

fcdinamo.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ