ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

29 იანვარს ATP-მ ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული მსოფლიოს რეიტინგი გამოაქვეყნა.

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ რეიტინგში რამდენიმე ცვლილებაა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველ გრანდ სლემზე მესამე წრეში გასვლის უფლება მოიპოვა და 80 სარეიტინგო ქულაც შეიძინა, რისი წყალობითაც ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და 61-ე ადგილიდან 57-ზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, 3-4 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი სტუმრად მაროკოს წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში 51-ე ადგილია, რომელიც მან გასულ წელს დააფიქსირა.

მსოფლიოს საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ