ყველა სპორტული სიახლე

ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის მოედნების მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.

ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო, რომლის თანახმად, თბილისსა და ქუთაისში სულ საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.

ქუთაისის ახალ სპორტულ ბაზებზე ფეხბურთისა და რაგბის  2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი მცირე ტრიბუნებით. ქუთაისში მიმდინარე ახალი სპორტული მოედნების მშენებელობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში 10 სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში ახალი ბაზები ექსპლოატაციაში შევა, 7 თბილისში მოეწყობა, 3 კი ქუთაისში.

ამჯერად ქუთაისში ვიმყოფებით და სამშენებლო პროცესს ვათვალიერებთ. ეს მოედნები მოემსახურება როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებებს, ასევე სხვადასხვა გუნდებს, როგორც სათამაშო, ასევე საწვრთნელი პროცესების გასავლელად ფეხბურთსა და რაგბიში.

აღსანიშნავია, რომ  უახლოეს მომავალში ახალი სპორტის სასახლეების გახსნა იგეგმება ბათუმში,  გორში და თელავში."

ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „გავეცანით ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებს. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება კიდეც ახალი მოედნების მშენებლობა.

მსურს ხაზი გავუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობა გადავუხადო  როგროც ჩვევს მთავრობსა, ასევე სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის წვლილი ძალიან დიდი ამ პროექტის განხორციელებაში. ახალი ინფრასტრუქტურა ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ მოედნებზე არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გაიზრდება."

სამინისტროს პრესსამსახური




ფეხბურთი, საქართველო, რაგბი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ