ყველა სპორტული სიახლე

გიორგი გველესიანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

გიორგი გველესიანის "ზობ აჰანი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

ერთამატჩიან პლეი ოფში ქართველი ფეხბურთელის ირანულმა კლუბმა ინდურ "აიზალს" 3:1 სძლია.გველესიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება ვერ შეძლო ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის.ქართველი სპეციალისტის კლუბი უესლი სნეიდერით გაძლიერებულ "ალ ღარაფას" ესტუმრა დოჰაში და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლეთა რიგებში ერთ-ერთი გატანილი გოლის ავტორი სწორედ გამოცდილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონტა ლიგის ჯგურურ ეტაპზე ტაშკენტის "ლოკომოტივიც" ითამაშებს, რომლის ღირებას კახა მახარაძე იცვს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ