ყველა სპორტული სიახლე

ლატვიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან ბევრი საერთო გვაქვს"

ლატვიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდ სტარკოვსმა, MySports-თან უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის თაობაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ლოზანაში ჩატარებული წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან. 

"უეფას მიერ შემოთავაზებული ახალი ფორმატი საკმაოდ საინტერესოა და შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს აძლევს. ერთა ლიგა ნებისმიერ ქვეყანაში გულშემატკივრების დიდ ინტერესს გამოიწვევს.

ჩვენს ჯგუფში ყაზახეთი, საქართველო და ანდორა მოხვდნენ. განსხვავებული ტიპის გუნდებთან გვექნება საქმე. ნებისმიერ მეტოქესთან მოგებაც შეიძლება და წაგებაც. ბანალურად ჟღერს, თუმცა ნამდვილად ასეა. მაგალითად ანდორამ დასრულებულ საკვლიფიკაციო ციკლში უნგრეთის ნაკრების დამარცხება შეძლო და პატივისცემას იმსახურებს. 

ბევრი რამ გვაქვს საერთო საქართველოსთან. ჩვენს ქვეყანაში არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, ლატვიაში მუშაობდა რევაზ ძოძუაშვილი. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო დაპირისპირება გამოგვივა. საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩებიც გვითამაშია და საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატშიც. ჩვენი გუნდების შეხვედრებში ყოველთვის იყო ბრძოლა, თუმცა კორექტულ ფარგლებში".

საქართველოს და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებების უკანასკნელი მატჩი 2017 წლის 28 მარტს, თბილისში შედგა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. 

ფეხბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ