ყველა სპორტული სიახლე

ვიტ ჯორჯიაში თორნიკე მუზაშვილი 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 1998 წელს დაბადებული თორნიკე მუზაშვილი 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს.

ამპლუით თავდამსხმელ თორნიკე მუზაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

იგი გახლავთ ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და 21-წლამდელთა გუნდის კანდიდატი.

მისი დებიუტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიასთან მატჩში შედგა, საქართველოს ეროვნულ ლიგა ერთში კი (რანგით უმაღლესი ლიგა)  თავისი სადებიუტო შეხვედრა თორნიკე მუზაშვილმა გასულ სეზონში - ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ჩაატარა.

witgeorgia.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ