ყველა სპორტული სიახლე

ნეიმარი "ბარსელონას" უჩივის

"პსჟ-ს" ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა მისი ყოფილი გუნდის, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

25 წლის ბრაზილიელ ფორვარდს კატალონიური კლუბისგან 30 მილიონი ბონუსის მიღება უნდა, რომელიც მას კონტრაქტის გახანგრძლივებისას ეწერა.

"ბარსელონა" ბონუსის გადახდას არ აპირებს, რადგან ნეიმარმა "პსჟ-ში" გადასასვლელად თავად გაწყვიტა კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბი სასამართლოში საპასუხო სარჩელის შეტანას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში "ბარსელონადან" "პსჟ-ში" რეკორდულ ფასად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ