ყველა სპორტული სიახლე

ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა ევროპირველობის ლოგოს გამარჯვებული გამოავლინა

1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ “მუზაში“,  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია გამართა.  ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს კონკურსზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ნამუშევარი, საიდანაც ფედერაციამ ერთი გამარჯვებული შეარჩია. საუკეთესო ლოგოს ავტორი ნელი ქირია გახდა. გამარჯვებული კონკურსანტი ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ გამოავლინა.

პრეზენტაციას სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, თელავის ვიცე-მერი გურამ გურაბანიძე და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

18-წლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 9-20 აგვისტოს თელავში გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნის ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თელავში ახალი სპორტის სასახლე შენდება. ევროპის ჩემპიონატს, სწორედ ახლად აშენებული სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): “ პირველ რიგში, მსურს ხელბურთელებს მივულოცო ახალი სპორტული სეზონის დაწყება, ვუსურვო წარმატებები 2018 წლის ტურნირებზე, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორიო მასშტაბით. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ  2017 წელს 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, 2018 წელს, აგვისტოში საქართველოში ისევ ვუმასპინძლებთ საერთაშორისო ტურნირს - ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს. ასევე საინტერესოა, რომ ამჯერად ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი რეგიონში, კერძოდ  თელავში გაიმართება, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება. მივესალმები ხელბურთის ფედერაციის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ლოგო კონკურსის ფორმით შეირჩა, ყველა მინაწილეს მადლობას ვუხდი აქტიურობისთვის, გამარჯვებულ ავტორს კი ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ასევე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ხელბურთელებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე სხვა საერთაშორისო ტურნირებზე.“

სამინისტროს პრესსამსახური

ფეხბურთი, სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ