ყველა სპორტული სიახლე

ჯოკოვიჩს შესაძლოა ოპერაცია ჩაუტარდეს

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შესაძლოა ოპერაცია ჩაუტარდეს.

სერბმა ჩოგბურთელმა პრაღაში მისი ახალი მწვრთნელის, რადეკ სტეფანეკის რჩევით ექიმებთან კონსულტაცია გაიარა. თორმეტგზის გრანდ სლემების გამარჯვებულს ხელის ტრავმა ერთი წელია აწუხებს. ამის გამო მან გასული წლის რამდენიმე დიდი ტურნირი გამოტოვა, 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე კი მეოთხე წრეში კორეელ ჰიონ ჩონგთან დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტზე დაბრუნებას მიმდინარე წლის მარტში, ინდიან უელსის მასტერსზე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩი ამჟამად მეთოთხმეტე პოზიციაზეა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ