ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოციგურავეების პირველი ადგილი საერთაშორისო ტურნირზე

30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით პოლონეთის ქალაქ ტორუნში სხვადასხვა ასაკის ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირი "მენტორ ტორუნ 2018" გაიმართა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა. ქართველ მოციგურავეთა წყვილმა 132.07 ქულა დაიმსახურა, მთავარ მეტოქეს, უკრაინელ წყვილს 2.1 ქულით გაასწრო და საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

"მენტორ ტორუნ 2018-ში" მონაწილეობა ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავემ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მიწურულს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა 4-6 დეკემბერს ზაგრებში გამართული საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილითა და ვერცხლის მედლებით დაასრულა, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 7-10 დეკემბერს გამართული "სანტა კლაუსის" თასის მე-11 საეთაშორისო ტურნირიდან მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

5-10 მარტს კი ქართველი წყვილი იუნიორთა შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიამრთება.

სხვადასხვა, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ