ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიო თასზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია (ვიდეო)

3 თებერვალს რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის მეხუთე მონაწილის ვინაობა გამოარკვიეს.

ურუგვაისა და კანადას შორის დაპირისპირდება საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საბოლოო ჯამში კი ურუგვაელებმა კანადელებს 32:31 სძლიეს და მსოფლიო თასის საგზურიც სწორედ მათ მოიპოვეს.

ურუგვაი D ჯგუფში საქართველოს, უელსის, ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებ გუნდებთან ერთად ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აქამდე ურუგვაის სამჯერ 2003, 2004 და 2008 წლებში დაპირისპირდებია. პირველი ორი შეხვედრა ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა, 2008 წლის ტესტმატჩში კი ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში, 2019 წელს, 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირში 23 სექტემბერს, უელსთან დაპირისპირებით ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების განრიგი მსოფლიო თასზე

რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ