ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის განრიგი სამხრეთ კორეაში

9 თებერვალს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში სტარტს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები აიღებს.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადზე მონაწილეობას ოთხი ქართველი სპორტსმენი, გიორგი საღოიანი, ნინო წიკლაური, მორის ყვითელაშვილი და იასონ აბრამაშვილი მიიღებს.

ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 11 თებერვლიდან ჩაერთვებიან, პირველი კი გიორგი საღონიანი იქნება.

ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი:

11 თებერვალი - გიორგი საღოანიანი (ციგა) - თბილისის დროით 23:20 - 02:05 საათი

12 თებერვალი - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:05 საათი

14 თებერვალი - ნინო წიკლაური (სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 19:55 საათი

16 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 19:00 საათი

17 თებერვალი - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) - თბილისის დროით 14:30 - 18:55 საათი

18 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) - თბილისის დროით 14:45 - 20:15 საათი

22 თებერვალი - იასონ აბრამაშვილი (სლალომი) - 14:45 - 20:10 საათი

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ