ყველა სპორტული სიახლე

გოდინმა ბურთზე ბრძოლისას სამი კბილი დაკარგა (ვიდეო)

მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელმა კაპიტანმა, დიეგო გოდინმა ლალიგის 22-ე ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

მატჩის 48-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა "ვალენსიას" საჯარიმოსკენ ჯარიმა ჩააწოდა, რისი მოგერიებაც გოდინმა სცადა, თუმცა ვალენსიელთა მეკარემ, ნეტომ 31 წლის ფეხბურთელს ბურთზე თამაში დაასწრო, შემდეგ კი მას შეეჯახა. ესპანური მედიის ცნობით კი შეჯახების შედეგად, გოდინმა სამი კბილი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ვალენსიას" მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია. მატჩში ერთადერთი გოლი ანხელ კორეას ანგარიშზეა. გასული ტურის შემდეგ კი მადრიდული კლუბი კვლავ მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან "ბარსელონას" ცხრა ქულით ჩამორჩება. "ვალენსია" კი 40 ქულით მესამეა და ატლეტიკოს ცხრა, ხოლო კატალონიურ კლუბს 18 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ