ყველა სპორტული სიახლე

საბურთალოს უხვგოლიანი მატჩი უკრაინულ კლუბთან (ვიდეო)

მეორე შეკრებაზე დედაქალაქურმა "საბურთალომ" პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის "სტალთან" გამართა, შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელმაც ტექნიკური დარტყმით მოათავსა ბურთი კარში. ამის შემდეგ, თბილისელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა, მაგრამ სახიფათო მომენტი მეტოქის მცველებმა განმუხტეს. 30-ე და 32-ე წუთებზე უკრაინელებმა ორჯერ გაიტანეს - გამთანაბრებელი გოლი ტიაგო რომულომ გაიტანა, ხოლო წინ მაქსიმ ზადერკამ გაიყვანა თავისიანები. 

მეორე ტაიმი თბილისურმ კლუბმა სხვა შემადგენლობით დაიწყო, 90-90 წუთი მხოლოდ გიორგი კოხრეიძემ და ბექა ქურდაძემ ითამაშეს. გამთანაბრებელი გოლი გეგა დიასამიძის საჯარიმოს სიახლოვესთან წაქცევას მოჰყვა - ტექნიკურად კი ჯარიმა ლუკა ლაკვეხელიანმა შეასრულა, 2:2. მალევე საბურთალოელებმა წინ გასვლაც მოახერხეს - გიორგი კოხრეიძემ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარე პენკოვს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იური კლუმჩუკმა საბოლოო შედეგი, 3:3 დააფიქსირა.

საბურთალო (პირველი ტამი): ქურდაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, ელვინ ტერა, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, მალი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე, ტატანაშვილი. 

სტალი: პენკოვი, ებერტი, ოშჩუპკო, ჟონატანი, მესხი, იაკუმოვი, კოსტენკო, კოპუტოვი, ზადერაკა, რომულო, კნუში. 

გოლები: 1:0 კოხრეიძე (15), 1:1 რომულო (30), 1:2 ზადერაკა (1:2), 2:2 ლაკვეხელიანი (77), 3:2 კოხრეიძე (84), 3:3 კლუმჩუკი (90).

საბურთალოს პრესსამსახური

 

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ