ყველა სპორტული სიახლე

გიორგი ნემსაძე: ვეცდები ისეთი ღირსეული კაპიტანი ვიყო, როგორებიც საქართველოს აქამდე ჰყავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ წლის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა შეკრებით კმაყოფილია.

მილტონ ჰეიგი: "მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვთვლი, რომ პირველი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დავამუშავეთ ძველი სისტემები და დავნერგეთ გარკვეული სიახლეები.

კარგია ამ თამაშს ქუთაისი რომ მასპინძლობს. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, თბილისს და რუსთავის გარეთ პირველად ვთამაშობთ და ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში ქუთაისელი მორაგბეები მრავლად გვყავს და ისინი თავიანთი ოჯახებისა და მეგობრების წინაშე ითამაშებენ".

გუნდის კაპიტანი კი მიიჩნევს, რომ ქუთაისში შეკრებული გულშემატკივარი გახსნილ თამაშს იხილავს.

გიორგი ნემსაძე: "პირველი კვირაა რაც შევიკრიბეთ და ეს დრო მოსამზადებლად საკმარისი არასდროსაა. მიუხედავად ამისა, მზადებამ კარგად ჩაიარა. კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე გავაკეთეთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დავამუშავეთ.

შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა, რომელთაც ნაკრების კვართით ბევრი არ უთამაშიათ, ხოლო ორი სულაც დებიუტანტია. ვფიქრობ, გაშლილი, ლაღი თამაში უნდა გამოგვივიდეს.

ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. მადლობა მილთონს ნდობისთვის და ვეცდები ისეთი ღირსეული კაპიტანი ვიყო, როგორებიც ჩვენს ნაკრებს აქამდე ყავდა".

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და ბელგიას შორის 10 თებერვალს, 14:00 საათზე ქუთაისის "აია არენაზე" გაიამრთება.

რაგბი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ