ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრების განრიგი პარიზის გრანდ სლემზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 10 თებერვლიდან სანფრანგეთის დეაქალაქ პარიზში წლის რიგით პირველ გრანდ სლემში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები პარიზში უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება.

-60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებენ. პაპინაშვილი შეჯიბრის პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორე წრეში მისი მეტოქე გერმანელ მორიც პლაფკისა და ჩინელ ი შანგს შორის გამარჯვებული იქნება. პაპინაშვილის მსგავსად პირველ წრეში ჩხვიმიანიც დაისვენებს, მეორე წრეში კი ქართველი ძიდუოისტის მეტოქე ამერიკელ ადონის დიაზსა და ესპანელ ხოაკინ გომისს შორის გაირკვევა. აღსანისნავია, რომ ფინალურ შეხვედრამდე ქართველი ძიდუოისტები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.

-66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვება და ალჟირელ ჰუდ ზურნადის დაუპირისპირდება.

-73კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ლაშა შავდათუაშვილის მეოტოქე მეორე წრეში კანადელ ანტუან ბუშარსა და ჩინელ დაგა ჯინგს შორის გამარჯვებული იქნება.

-81 კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი დანარჩენი ქართველი ძიდუოისტების მსგავსად შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქეს მოლდოველ დორინ გოტონოაგასა და ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის შორის გამოარკვევენ. ნუგზარ ტატალაშვილი კი ტრავმის შემდეგ ტატამს ბრაზილიელ ლეონარდო გილეიროსთან დაპირისპირებით დაუბრუნდება. რეხვიაშვილი და ტატალაშვილი ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.

-90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე მეორე წრეში ბენინის წარმომადგენელ სელტუს იოვოსა და აზერბაიჯანელ აბდულჰაგ რასულის შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო უშანგი მარგიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მიჰაილ მარჩიტანს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

-100კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველური პირველივე წრეში სლოვაკ მიროსლავ დზურს შეხვდება, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ამერიკელ ელეი სმიტს დაუპირისპირდება. ქართველი ძიდუოისტები ერთმანეთს ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან.

+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ერთ კალათში მოხვდნენ და მეორე წრეში გამარჯვების შემთხვევაში ერთმანეთს შეხვდებიან. თუშიშვილის მეტოქე მეორე წრეში ფრანგ ჰამზა უშანისა და ბელარუს ულაძისლაუ ციარპიცკს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო მატიაშვილი ალჟირელ მოჰამედ ამინ ტაიებს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე.

პარიზის გრანდ სლემი კი ორ დღეს 10 და 11 თებერვალს გასტანს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ