ყველა სპორტული სიახლე

პირველი ქართველი სპორტსმენის გამოსვლა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე (ვიდეო)

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით პირველი სპორტსმენი ჩაერთო.

საციგაო შეჯიბრში საქართველოს სახელით გიორგი სოღოიანმა იასპარეზა, რომლისთვისაც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველია. პირველ დაშვებაზე სოღოიანმ 36-ე ნომრად გამოვიდა და 49.3 წამით 30-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსან ავსტრიელ დავიდ გლაირშერს ქართველი სპორტსმენი 1.648 წამით ჩამორჩება. საციგაო შეჯიბრის მეორე დაშვება დღეს, 10 თებერვალს, მოგვიანებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

სხვადასხვა, ზამთრის სახეობები, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ