ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ძიუდოისტების ორი მედლის შანსი პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიდუოს გრანდ სლემის პირველი დღის წინასწარი შეხვედრები დასრულდა.

საქართველოს სახელით სამ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, ორი მათგანი კი მედლისთვის ბრძოლას ფინალურ ბლოკში განაგრძობს.

-60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში ფრანდ სედრიკ რევოლთან ვაზარით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ამავე წონით კატეგორიაში კი ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში იაპონელ ტორუ შიშიმესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. პაპინაშვილი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდება.

-66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე შეხვედრაში ალჟირელ ჰუდ ზურნადისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

-73კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა შავდათუაშვილმა ყველა მეტოქე ჩამოიტოვა, ნახევაფინალში კორეელ შანგრიმ ანს 51 წამში იპონით სძლია და ფინალურ შეხვედრაში კოსოვოს წარმომადგენელ ალიკ გიაკოვას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. პირდაპირი ეთერის ბმულს MySports.Ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2021 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ