ყველა სპორტული სიახლე

კაშიას გოლი "ფეინოორდთან" (ვიდეო)

ჰოლანდიის ერედივიზიონის 23-ე ტურში გურამ კაშიას "ვიტესი" "ფეინოორდს" მასპინძლობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდსა "ფეინოორდს" შორის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ანგარიში 21-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობიდან ტონი ვილენამ გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევრის საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კაშიას "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატში 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ