ყველა სპორტული სიახლე

დილას გამარჯვება და პოტენციური ახალწვეულები

გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც პირველი ამხანაგური მატჩი უნგრეთის მეორე დივიზიონის ლიდერთან, მტკ ბუდაპეშტთან გამართა. 

შეხვედრა გორელთა უპირატესობით და დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. გოლები ფანცულაიამ (2), აშორტიამ, რაჟამაშვილმა და სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმა გაიტანეს. 

აქვე გეტყვით, რომ "დილას" თურქეთში ორი პოტენციური ახალწვეული შეუერთდა. რთ-ერთი მათგანი ნიდალ ჰამოუია, 20 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევი კარიერას როტერდამის "სპარტას" 19-წლამდელებში დაიწყო, ბოლოს კი მაროკოული წარმოშობის ფეხბურთელი ჰოლანდიურ "როდას" მეორე გუნდში გამოდიოდა, ის ამჟამად თავისუფალი აგენტია. მეორე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი თურქული წარმოშობის ფეხბურთელია, სეზგინ კარაკოინი.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ