ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს მესამე მედალი პარიზის გრანდ სლემზე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი მიმდინარეობს.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ფინალურ ბლოკში ორმა ძიუდოსიტმა იჭიდავა და ორივემ მედალი მოიპოვა.

-81კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი მეტოქე გოლდენ სქორში ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

-90კგ წონით კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილი ფინალურ შეხვედრაში იაპონელ შოიჩირო მუკაის დაუპირისპირდა, 15 წამში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გდების დროს ღვინიაშვილმა ტრავმა მიიღო, იაპონელმა სპორტსმენმა კი ღირსეული საქციელი გამოიჩინა და ქართველ ძიუდოსიტს ტატამიდან გასვლაში თავად დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ -100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნრის პირველ დღეს -73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი მოუტანა.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ