ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი ოთხი მედლით დაასრულა (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს სახელით ფინალურ ბლოკში მედლებისთვის სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა.

-100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატ ზლატკო კუმრიჩს დაუპირისპირდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში იპონით დაამარცხა და ბრნჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოსიტებმა ოთხი მედალი, ორი ბრინჯაო და ორი ვერცხლი მოიპოვეს. ვერცხლის მედლების მფლობელები ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს ნუგზარ ტატალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლნენ. არაოფიციალურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჭიდაობა / ძიუდო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2018 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ