ყველა სპორტული სიახლე

ბითაძის მე-7 გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში

გოგა ბითაძის გუნდმა ადრიატიკის ლიგაში მორიგი, რიგით მე-7 გამარჯვება მოიპოვა. “მეგ ბიმაქსმა” სერბულსავე FMP-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 74:72 იმარჯვა. 

18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:43 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“მეგა ბემაქსმა” სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 5 მარტს, ხორვატიაში, “ზადარის” წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2018 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ